ინცინდენტი მოხდა დღეს ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. სადაც ოზურგეთის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი რამდენიმე დღეა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სადარბაზოს შესასვლელში დამონტაჟებული კარები მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ამ სადარბაზოში მცხოვრები ათამდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ჩაკეტილი მოსახლეობა. რამდენიმე საათის განმავლობაში სადარბაზოს კარებს ვერ აღებდა, რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, კი ადგილობრივებმა 112 ში დარეკეს და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
მაშველებმა კარების გაღება ვერ მოახერხეს და საკეტები დაამსხვრიეს:
“ბავშვები სკოლაში უნდა გაგვეშვა, კარები ჩაიკეტა, არ ვიცი კონკრეტულად რა მოხდა, მაგრამ მაშველებიდან ვიღაცამ თქვა, კარებია “უკუღმა” დამონტაჟებულიო, მთავარია რომ გადავრჩით და გამოგვიყვანეს, მადლობა მაშველებს” გვიყვება ამ სადარბაზოს ერთ ერთი მაცხოვრებელი.
ქალაქ ოზურგეთში, ისევე როგორც საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში, რამდენიმე თვეა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, პროექტებს ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირი აფინანსებს.
ოზურგეთს ევროკავშირმა 11 მილიონი ლარი გამოუყო.
ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მრავალსართულიან კორპუსებზე შეიცვალა ფასადები, ის ხელახლა მოპირკეთდა და შეიღება, ასევე მთელ ქუჩაზე არსებულ სადარბაზოების შესასვლელებში გაკეთდა ახალი კარებები.
თუმცა როგორც ირკვევა, ოზურგეთის მერიამ “ტრადიციას” არ უღალატა და როგორც სხვა პროექტებზე, აქაც, ხელშეკრულება არაკომპეტენტურ კომპანიას გაუფორმა, რასაც დღეს დილით, ამ სადარბაზოში მომხდარი ინცინდენტიც ადასტურებს.
ასე გამოიყურებოდა სადარბაზოს კარები მაშველების მოსვლამდე
ასე მაშველების წასვლის შემდეგ