ძლიერი ქარის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ძლიერი ქარის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
წაქცეულია ხეები. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები. აღნიშნული სამსახურის მიერ გასუფთავდა შიდა გზები.
ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების გამო ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება სოფლებს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები გასულები არიან სოფლებში და ამ დრომდე მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.
მერიის შესაბამისი სამსახურები ქარისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
+7
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share