მალამდი, მე რომ ბაღანაი ვიყავი, იყო სულ ტყეი. მე რომ რეგვენი ვიყავი, მახსოვს, იყო ტევანდიდი ხეზე მიშობილი. ტევანდიდი იყო ზეგანში, სოფლათ – კიკაჩაი, ორანაი, ჩხავერი, სამაჭრე. ჩხავერმა ღვინო იცოდა უბედურობა, ვოტკის ვარესი კარ იყო. ორანამ თეთრი ყურძენი იცოდა უმფრო, ჩხავერმა – თაფლისფერი. იყო მეგრული ყურძენი პუმპულა, ქონდა მოგძო-მოგძო მიჭედილი კაკალი. მერე მონაცრა და წახთა რაცხაიზა. მერე ერისთავის ქალმა, მაჭუტაძის ცოლმა, შამეიტანა ადესაი. დარგა ყველამ, გამბრავლდა. ახლა კი იკლო; ხაერი წუუხთა.