ოზურგეთის მერი სრულ ფუფუნებას იწყობს და ჩვენ შიდა გზების პრობლემა ვერ მოვაგვარეთ – რაინდი დუმბაძე

ოზურგეთის მერია ავტოპარკს აახლებს. ტენდერის პირობებში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ ავტომობილი უახლესი უნდა იყოს. როგორც ცნობილი გახდა,  ავტომობილების შესაძენად 300 ათასი ლარი გამოიყო. ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, რაინდი დუმბაძე და წერს:
”მერმა და მერიის თანამშრომლებმა ხარჯონ მილიონები თავისი კეთილდღეობისთვის და ჩვენ შიდა გზების პრობლემა გვქონდეს,  არის ოზურგეთლების შეურაცხყოფა!!
ნარუჯასა და ლაითურში ბევრი ისეთი უბანია, სადაც სასწრაფოს გადაადგილება უჭირს და საათობით აგვიანებენ გამოძახების დროს!
მერი კიდევ სრულ ფუფუნებას იწყობს!!
ამის შემდეგ ქოც-კორდინატორები და ბოტები მობილიზდებიან, რომ ბატონი მერი დაიცვან.
თუ ჩვენს პრობლემებზე საზოგადოება ადეკვატურად არ ირეაგირებთ, სამომავლოდ მერი უფრო მეტ სიკეთეს აჩუქებს მის ახლობლებს!
სირცხვილია!!
რუსული ხელისუფლებაა ჩვენს ფულს მათ საკეთილდღეოდ ხარჯავს !!” – წერს დუმბაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share