გურიის მოამბე

სისონა დარჩიას ამბავი

სისონა დარჩია იყო ჯუმათური, მაღალჯუმათური. მე თვითონ მინახავს იგი. პატარა ტანის კაცი იყო, მარა უსაშველო სწრაფი იყო, ხიდან ხეზე ხტებოდა, ხიდან თავჩაღმა ჩამევიდოდა. ჩქარი მოსაზრების კაცი იყო.
.
რომ დიეცენ თავზე, უთხრენ: დაქვჩიო! – არ დაქჩებიო, – დუუძახა. აგური გადააგდო ფუხრის თავიდან და იგი ქვეშ გაძვრა პოლში. დუუშინენ ტყვია აგურს. სისონაი გეიქცა. ყოოლთვის გეიქცეოდა. მას ვერ იჭირავდენ. თვითონ არ კვლიდა კაცს.
.
მისი გაქცევის მიზეზი როსტომ დარჩია იყო. როსტომი იყო ბატონის მუურავი. იგი ზდევდა სისონას. სისონას უყვარდა ქალი საცოლო. წაართვა როსტომის შვილმა. ხვთიშობლობიდან წეიყვანა ქალი.
.
მერე სისონაი გაფირალდა. მერე ძმებიც გახვა ამას. ერთი ძმაი, ვასილაი მოკლეს. ვასილას რომ ტიროდენ, მივიდა და იტირა. თოფი ეჭირა ხელში: შენ კვტარი და მე – ცოცხალი, რაფელ გევიარო გზაშიო! შიშით ყვალაყამ შებრუნდა. რომ წევიდა, მერე დაფაცურდენ. რაფიელ გოგუაძე იყო, იმან თქვა: რაფელ გაგექცენ სისონაო. მეო ორივე ყურეფს მევიჭრიო, თუ არ დევიჭირავ სისონასო. სისონამ შეხთა გზაში და მიაჭრა ორივე ყური და უთხრა: დეიკავე აგი ხელში და მუუტანე მაზრის უმფროსო. სისონა მერე მოკტა მისით .
.
მთქმელი: ერმალო კვაჭაძე სოფელი ორაგვე, ჩამწერი: გრიგოლ იმნაიშვილი 1961 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights