დავნაყავთ ქინძს, პირპილას ერთათ. მერე დავნაყავთ ნიგოზს ცალკე. დავჭრით ხახვს წმინდათ.
.
ინდოურს დავკლავთ, გავქნით დუღარეში, დავრუჯავთ ცეხზე. მერმეთ იმას წავაყრით ცოტა ჭეკჭკილას და ისე გუუჭრელათ გავრეცხავთ. ცეხზე რომ გავრუჯეთ, ცოტა შიშავე მიიღო. ჭეჭკილაი გაწმენდს კარქათ. გარეცხვის მერე გავჭრით ცოტას და კუჭმაჭს გამუართუმთ, ბუშტას გამუართუმთ. თავს მოვჭრით და ფეხს მოვჭრით. ახლა კიდომ გავრეცხავთ.
.
მერე ჩავდოფთ ჭურჭელში და მოვხარჩავთ. ახლა იგი რომ მეიხარჩება, ამევიღეფთ და დავდოფთ გობზე, წავაყრით მარილს ცოტას, კას მარილს. გარეთაც წავაყრით და შიგნითაც შუუყრით.
.
ახლა წამუაცუმთ შამფურზე და შივაშროფთ ცეხზე, ცოტა შეწითთეს ისთე. რომ შეწითთება, წამუაზროფთ შამფურიდან და დავდოფთ გობზე.
.
ახლა ინდოურის ნახარჩს გადმევიღეფთ ჭურჭელში კობზით, გინდა ჩაშკით. თავზე უნდა მუართვა ნახარჩს ჭენჭი, სისუქნე.
.
ახლა ვზომავ, რეთი ეყოფა; დóმატეფ მის ნახარჩს. ახლა ამ წვენს მივსემთ ხახვს, ამ დანაყილ ნიგოზს, ამ დანაყილ ქინძს და პირპილას. ცოტა ძმარს მივსემთ. ამას ახლა ვადუღეფთ ცეხზე. იმდენს ვადუღეფთ ახლა ამას ცეხზე, რომ ხახვი მეიხარჩოს.
.
მერე ჩამოვდგამთ ცეხლიდან. მივალთ ახლა და ავქნით ინდოურს: სახსრეფში ავჭრით. თუ დიდი დარჩება, მაშვინ ნაჯახს ვიხმართ და დავჭრით. ნაჭრეფს ჩავაწყოფთ ჭურჭელში. მერე დავასხამთ ამ შემზადებულ წვენს ამ დაჭრილ ინდოურს. ოდნავათ უნდა ჩთეს ხორცი. ბეუური წვენი არ უნდა საცივს.
.
გახაზირებულ საცივს შევინახავთ გრილათ დაცულ არდგილზე. რომ გაგრილდება, ჭამ მაშვინ. თუ შეინახავ გრილათ, სამ დღეს ვარგა. საცივს უნდა ჭამა სიმინდის ღომზე.
.
მთქმელი – ელისაბედ პატარაია-ბზეკალავა, ჩაწერის ადგილი სოფელი ქვემო შუხუთი; ჩაწერილია გრიგოლ იმნაიშვილის მიერ 1961 წელს; (corpora.co).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა