„ამერიკის შეერთებული შტატები წლებია ითხოვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოხდეს რეფორმები. ამის ნაცვლად, კიდევ უფრო გაძლიერდა კლანი, მურუსიძე გახდა უკვდავი, ყველა ხელისუფლებისთვის. კორუფცია ისეთ დონეზეა, რომ ამერიკიდან ჩანს. ლაპარაკია იმაზე, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი ქურდები, თან არიან ივანიშვილის მხარდაჭერილი ქურდები, ამიტომ დაუწესდათ მათ და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს. ამერიკამ დაიწყო სანქციების დადება ყველაზე უფრო ნათელი ავაზაკებიდან, ეს არის ჩვენი მოსამართლეების კორპუსი. ჩვენ ველით როდის იქნება სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ, რომ სიმბოლურად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თავხედობა, ხალხის აგდება და მურუსიძის დანიშვნა ეს იყო მისი პირველი დანაშაული. ახლა ძალიან ნაწყენი იქნება ბიძინა. ახლა გავიგებთ რას ფიქრობენ „ოცნებაში“ ბლინკენზე. ახლა გავიგებთ, რომ ბლინკენი არავინ არ არის, მთავარია ბიძინა იყოს კარგად“, – ამბობს ბერძენიშვილი.