დღეს დილით ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა – დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა დილიდან ხიდზე გააჩერეს და ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაადგილება, სავარაუდოდ, 11 აპრილამდე იქნება შეჩერებული.
ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდთან გაეროს სადამკვირკვებლო მისია მივიდა.
ასევე ირკვევა, რომ ოკუპანტებმა ჩაკეტეს წალენჯიხაში, ფახულანის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტიც.