როგორ ქეიფობდნენ ძიმითში 1900 წელს

კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულში (1900 წელი) გამოქვეყნებულია საკმად ვრცელი ინფორმაცია სოფელ ძიმითის შესახებ, მათ შორის „ღამის-თევის“ სუფრაც, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:
.
„ბავშვის დაბადებიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგ, იმართება საკმაოდ დიდ ხარჯებთან დაკავშირებული ცერემონია, რომელსაც ეწოდება „ღამის-თევა“. ახალშობილის მამა აწყობს დიდ ვახშამს, რომელზეც იწვევს ყველა ნათესავსა და მშობიარობაზე დამსწრე პირებს, ასევე იწვევს სიმღერის, ცეკვის და ფანდურზე დაკვრის კარგად მცოდნე ახალგაზრდა ყმაწვილებსა და გოგონებს – გურული ბიჭები და გოგონები ყველა ამ საქმის ბრწყინვალე მცოდნენი არიან.
.
საღამოს იკრიბება სტუმრები, რომელებიც სათითაოდ მიდიან ახლადნამშობიარევ ქალთან და ულოცავენ მშობიარობის ბედნიერად დასრულებას. შემდეგ სტუმრები ერთმანეთში საუბრობენ სხვადასხვა საკითხებზე და ახალგაზრდობა იწყებს სიმღერასა და ცეკვას ფანდურის ხმაზე. ასე ატარებენ დროს ვახშმის დაწყებამდე.
.
ქალები სუფრას ერთ მხარეს მამაკაცები კი მეორე მხარეს სხდებიან, რის შემდეგაც იწყება ტოლუმბაშის არჩევა, რომელიც პირველ რიგში ამბობს ახალშობილის სადღეგრძელოს, დალევის შემდეგ ტოლუბაში ჭიქას გადასცემს მის თანაშემწეს „თამადას“, რომელიც თავის მხრივ ჭიქას გადასცემს შემდეგს. „თამადის“ ვალდებულებას წარმოადგენს თვალი ადევნოს ჭიქის დროულად გამოცლას; დიდ წვეულებებზე, როდესაც სტუმრები ერთ მაგიდასთან ვერ ეტევა და ორი მაგიდა დგმენ აწესებენ „თამადის“ ორ თანამდებობას, რამდენი მაგიდაც იდგმება იმდენი თამადა დგას მაგიდასთან.
.
პირები, რომელთაც ღვინის დალევა არ შეუძლიათ ვალდებულნი არიან ვახშმის დაწყებამდე განაცხადონ ამის შესახებ, თუ კი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს და შემდეგში ქეიფის დროს უარს იტყვის ღვინის დალევაზე ასეთმა პირმა ტოლუმბაშის მოთხოვნის შემდეგ უნდა დატოვოს სუფრა და გავიდეს ეზოში. ტოლუმბაშის ასეთი მოთხოვნა ხშირად იწვევს დავასა და ჩხუბს, არცთუ ისე იშვითად მკვლელობასაც.
.
ქეიფის დროს ძალიან დიდი რაოდენობის ღვინო იხარჯება: თავიდან სვამენ ერთი ჭიქით, შემდეგ ორი ჭიქით, შემდეგ სამით და ა.შ. ერთი სიტყვით ყველა სადღეგრძელოს დალევაზე გამოყენებულ ჭიქებს ემატება კიდევ ერთი ჭიქა და ა.შ. საქმე იქამდე მიდის, რომ ტოლუმბაში სვამს 20 ჭიქა ღვინოს, რის შემდეგაც ეს ჭიქები გადაეცემა შემდეგს. დროდადრო ღვინის სმა ჩერდება და იწყება ტაშის დაკვრა, ისმის დაირისა და ფანდურის ხმა: ახალგაზრდობა დგება მაგიდიდან და იწყება ცეკვა.
.
ქეიფი გრძელდება დილამდე, რის შემდეგას სტუმრები სახლში მიდიან. ზუსტად იგივე ოღონდ უფრო დიდი მასტაბით ეწყობა ახალდაბადებულის ნათლობის დღეს.“
.
Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа 1900 г. №27; Учитель начального училища при Кутаисской учительской семннаріи – Т. Табукашвили
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე and შენობის გარეთ გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share