გურული სამზარეულო – შემწვარი გოჭი ნიგვზის ზეთში

დაკლული გოჭი გაიწმინდება, გაირეცხება კარგად. წინაღამით დაინაყება მარილი, ნიორი, ნედლი ქინძი, ძმარში არეული წაესმის გოჭს, გულ-ღვიძლი დაიჭრება პატარვანად და ამავე სუნელებში აირევა და ჩაიწყობა გულში და ამოიკერება, ხშირად მოხარშული ბრინჯითაც გამოსტენენ გულს.
.
წამოაგებენ შამფურზე და შეიწვის შუაცეცხლზე შამფურის ხელის ტრიალით.ცეცხლის პირას დაისობა ორი პატარა ორი არშინის სიმაღლეზე ბარჯგები. ზედ დაიდება შამფურით გოჭი, რომელსაც ხელით ატრიალებენ სანამ შეიწვებოდეს. წვის დროს ორ-სამხელ კარაქს წაუსვამენ და როცა გოჭს კანი დაუწითლდება და დაუსკდება, გოჭი შემწვარი არის. შემდეგ ააჩარიქებენ და ჩააწყობენ ნიგვზის გამოხდილ ზეთში და მზად არის.
.
მენიკი ჩიჩუა, ჩაწერილია ჩოხატაურში 1936 წელს (შინამრეწველობის მასალები (პირველ–ასლები) შეკრებილი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით)corpora.co
.
ნახატი ანტონ გოგიაშვილისა – გურული ქალი სააღდგომო გოჭს წვავს ცეცხლზე (1904 წელი)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share