“ჩვენ დამოუკიდებელი და….ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ”- წულუკიანი

“ეს პროცესი გრძელდება და ქართველ ხალხს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, რადგან ეს დღე როდესაც დადგება, ჩვენ დავუტოვებთ არა იმას, რაც დაუტოვა ადეიშვილმა, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხელისუფლების ეს შტო, სასამართლო, არამედ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. შესაბამისად, მე ყველას ვთხოვდი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მოეპყარით საქართველოს ისე, როგორც ამას იმსახურებს. ჩვენ დამოუკიდებელი და ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ ვიდგებით ერთად, ყოველთვის ერთ მუშტად შეკრული, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, მშვიდობა, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა“.[პირველი არხი]

აცხადებს თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ, მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share