„შუა ბულვარში 16 – სართულიანი „ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია! ყველამ, ვინც გუშინ თუ დღეს გაანადგურა, კორუფციის თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დაამახინჯა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ბათუმს – პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე! ეს აღვირახსნილი უკანონობა უნდა დავასრულოთ, ძვირფასო ბათუმელებო! არ დავუთმოთ ჩვენი ბულვარი, ჩვენი კოხტა ბათუმი პოლიტიკურ ნაძირლებს და ბიზნეს-მაფიოზებს!”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერტ-ერთმა წევრმა არმაზ ახვლედინამა განაცხადა.
„დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, როგორც დარჩენილი სივრცეების გადასარჩენად, ისე უკვე დასამარებული ობიექტებისთვის, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით! რაც მთავარია, მოვითხოვოთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სისტემა და სამართლიანი მმართველობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენი ქალაქისა და სამშობლოს გაპარტახებას, დაგვიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რეალურს გახდის მისი სწორი, სწრაფი განვითარების პერსპექტივას!“, – აცხადებს ახვლედიანი.