“მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს……ლიმბახიდან პასუხი მივიღეთ”-ჩხაიძე სააკაშვილზე

“გერმანულ, ლიმბახის ლაბორატორიაში ანალიზი გავაგზავნეთ სისხლში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით და პასუხი მივიღეთ. ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც ვიკვლევდით, ნორმის ფარგლებშია. ანუ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ აქვს. კიდევ ერთხელ, გადამეორებული ანალიზია, მეორეჯერ შესრულებული კვლევაა. ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება.”

თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ TV იმედთან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share