ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსული ჯარების მთავარი პრიორიტეტი ხერსონის მიმართულებით, დნეპრის გავლით ჯარების ორგანიზებული გადაყვანა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეფერხებაა და არა უკრაინის კონტრშეტევის მცდელობების სრული შეჩერება.
ISW-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ “აგვისტოდან მოყოლებული ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა – კოორდინირებული ჩაჭრის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული ჯარების უკან დახევას დნეპრის გასწვრივ უკრაინის მხრიდან ძირითადი სახმელეთო შეტევების საჭიროების გარეშე, რაც სავარაუდოდ, წარმატებული იყო”.
ISW აღნიშნავს, რომ რუსულმა მედიამ რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება აღწერა, როგორც მიზანმიმართული დარტყმების ბუნებრივი შედეგი, რაც რუსულ ჯგუფს დასავლეთ სანაპიროზე მთავარი მომარაგების არტერიების ფასად დაუჯდა, რამაც თანდათან შეამცირა მისი საერთო ძალა და შესაძლებლობები.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის უკანდახევა ნაკლებად სავარაუდოა, იყოს ხაფანგი, რომელიც შექმნილია უკრაინული ძალების მოსაზიდად ბრძოლაში ხერსონის მახლობლად, როგორც ამას ზოგიერთი უკრაინელი და დასავლელი ექსპერტი ვარაუდობს.
ანალიტიკოსების თქმით, მათ დაინახეს მრავალი ნიშანი იმისა, რომ რუსული ჯარები და საოკუპაციო ელემენტები სტაბილურად გადიან დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან, რუსი ოფიციალური პირები კი ელოდებიან ხაფანგის კამპანიის მოწყობას.
“რუსეთის სარდლობა, რა თქმა უნდა, შეეცდება შეანელოს უკრაინელი ჯარების წინსვლა, რათა უზრუნველყოს ჯარების მოწესრიგებულად, შესაძლოა, მათ დატოვონ გარკვეული ძალები, რათა შეაფერხონ უკრაინელების წინსვლა ხერსონში”, – აცხადებენ ომის კვლევის ინსტიტუტში.
9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.
ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონი, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონებთან ერთად, 30 სექტემბერს ანექსირებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, რუსეთს ამ ტერიტორიაზე წარმატებისთვის არ მიუღწევია – ბოლო თვეებია ხერსონში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა აქტიურად მიმდინარეობდა, რის გამოც რუსეთმა ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო.
რუსეთი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.