თბილისი-ოზურგეთის გზის გასავლელად დამსვენებლებსა და ადგილობრივებს ბარიკადების გავლა უწევთ. გზების ასაშენებლად მსოფლიო ბანკმა სამი წლის წინ 59 მილიონი გამოყო. სამუშაოები შვიდ ნაწილად უნდა შესრულებულიყო,თუმცა სამი წლის თავზეც მხოლოდ რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდა.
ერთ-ერთმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია დაიწყო, დაასრულა და ისევ გადათხარა, რადგან სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული .
დაუსრულებელი მშენებლობის გამო მესამე წელია გურულებს უწყლობასა და მუდმივ მტვერში უწევთ ცხოვრება.
ტვ პირველი