ოზურგეთის მერმა დასუფთავების სამსახურსა და შპს “სატისს” “Toyota Hilux” მარკის ავტომობილები ათხოვა

ოზურგეთის საკრებულომ, დღეს გამართულ სხდომაზე, თანხმობა განუცხადა ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული Toyota Hilux მარკის ავტოსანტრანსპორტო საშუალებები, შპს “სატისს” და ოზურგეთის ა(ა)იპ “მუნიციპალიტეტის მომსახურეობის ცენტრს” ათხოვოს.

ა(ა)იპ “მუნიციპალიტეტის მომსახურეობის ცენტრი” ეს დასუფთავების სამსახურია, ხოლო შპს “სატისი” ადგილობრივი “წყალკანალი”, რომელიც სოფლებში მოქმედი წყლის სისტემებით ოპერირებს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share