ელექტრო სადენებზე მსხდომი მერცხლები, მასობრივი ლოცვა მექაში და ნაპირზე გამორიყული ვეშაპი – 20 აპრილის დღის ფოტოები

წარმოგიდგენთ 20 აპრილის გამორჩეულ ფოტოებს მსოფლიოდან.

Starlux-ის ბორტგამყოლები ტრენინგს გადიან ავარიულ დაშვებაზე.

ტაოიუანი, ტაივანი 📸 Ann Wang

კლიმატის დამცველი აქტივისტი Letzte Generation აქციაზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ.

ბერლინი, გერმანია 📸 Filip Singer

ხალხი ესპანეთის სანაპირო დაცვის გემიდან გადმოსვლას ელოდება არგინეგინი პორტში.

არგინეგინი, ესპანეთი 📸 Borja Suárez

 საფეხურებზე დაფენილი სამოსი, რომელიც იემენის დედაქალაქში საქველმოქმედო აქციის დროს ჭყლეტაში დაღუპულ 80-ზე მეტ ადამიანს ეკუთვნოდა.

სანა, იემენი 📸 Huthi Security Media Office

სტუმარი H&M-ისა და Mugler-ის კოლაბორაციული კოლექციის გამოშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

ნიუ იორკი, აშშ 📸 Angela Weiss

დემონსტრანტი უერთდება საპროტესტო აქციას მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მხარი არ დაუჭირა ოჰაიოში უიარაღო შავკანიანი ჯეილენდ უოკერის მკვლელობაში პოლიციელებისთვის ბრალდების წაყენებას

აკრონი, აშშ 📸 Dieu-Nalio Chery

უმუშევრების და არაფორმალურად დასაქმებულების პროტესტი, რომლებიც მთავრობისგან მეტ სუფსიდიას ითხოვენ.

ბუენოს აირესი, არგენტინა 📸 Mariana Nedelcu

აქციის მონაწილეების შეტაკება სამართალდამცველებთან მას შემდეგ, რაც ქალაქს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესტუმრა სადავო საპენსიო რეფორმის მიღების შემდეგ.

განგი, საფრანგეთი 📸 Sylvain Thomas

მუსლიმები დიდ მეჩეთში საღამოს ლოცვისას წმინდა თვის, რამადანის დროს.

მექა, საუდის არაბეთი 📸 Saudi Press Agency

Eid al-Fitr-ის აღსანიშნავად მიმავალი მოტოციკლისტები Padma-ს ფასიან ხიდზე გადასვლისას.

მუნშიგანჯი, ბანგლადეში 📸 Mohammad Ponir Hossain

სანურის სანაპიროზე მყოფები მზის ჰიბრიდულ დაბნელებას აკვირდებიან.

დენპასარი, ინდონეზია 📸 Anadolu Agency

სამართალდამცველი ნაპირზე გამორიყული მკვდარი ვეშაპის გვერდით.

სენ-ვალერი-ან-კო, საფრანგეთი 📸 Lou Benoist

მწერალი და ჟურნალისტი ელენა პონიატოვსკა ბელისარიო დომინგეს მედლით დაჯილდოებისას.

ქალაქი მეხიკო, მექსიკა 📸 Sáshenka Gutiérrez

ცენტრალურ პარკის სტუმარი აყვავებულ ალუბლის ხეზე. 

ნიუ იორკი, აშშ 📸 Sarah Yenesel

ბრიტანელი ზაკ პინსენტი, რომელიც ტრადიციული სამოსით დადის, ამჯერად, Queen’s Gallery-ში პოზიცრებს კამერების წინაშე.

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Jeff Moore

ელექტროგადამცემ სადენებზე მსხდომი მერცხლები მზის ჩასვლის ფონზე.

ელდორადო დუს კარაჟასი, ბრაზილია 📸 Nelson Almeida

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share