“არჩევნები კი არა…. ხაბეიშვილმა ჯერ ის დანაპირები შეასრულოს….რაც მისცა ხალხს და…..რის საფუძველზეც იქნა არჩეული”-დარეჯან ცხვიტარია

“ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია, რეგიონებში საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევნების ჩანიშვნას უარყოფითად აფასებს. მისი თქმით ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა არ უნდა დაივიწყოს, თუ რისთვის აირჩია ხალხმა.

“ჯერ შეასრულოს ის დანაპირები, რაც მისცა ხალხს და რის საფუძველზეც იქნა არჩეული – ეს ნომერ პირველი. ახლა ნამდვილად ამ არჩევნების დრო არ არის იმიტომ, რომ მიშა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და ნომერ პირველი ამოცანა, ჩემთვის მაგალითად, რაც მისთვის ასე არ არის და დაივიწყა რაც შეჰპირდა ხალხს, ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანაა  მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ მიშას გადასარჩენად. არჩევნებში როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა თბილისიდან ძალიან მაინტერესებს… არჩევნები კი არა ჯერ საქმე გააკეთოს და არჩევნებზე მერე იფიქროს. აღადგინოს სტატუს-კვო. პოლიტსაბჭო, რომელიც  უკანონოდ გაუშვა, საერთოდ დაშალა, აღადგინოს და მერე შეიძლება მასთან ლაპარაკი, მანამდე არაფერი იქნება “- აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 73 ოლქში ჩატარდება არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები აირჩევენ რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share