ახლა მელიას უნდა რომ გადააყენოს ხაბეიშვილი. შემდეგ სერიაში ალბათ, ისევ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას” „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” რაც ქვეყნისთვის უნდოდათ, ის მათ პარტიაში მოხდა.
„ყველაფერი ცუდი, რაც უნდოდათ ქვეყნისთვის, მათ პარტიაში მოხდა. ანუ, ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და მოუწიათ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და საკუთარი თავმჯდომარე გადააყენეს. ახლა მელიას უნდა რომ გადააყენოს ხაბეიშვილი. შემდეგ სერიაში ალბათ, ისევ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას. ჩანს, რომ პარტია შინაარსისგან არის დაცლილი და პოლიტიკურ თავდაღმართში მიემართება”, – განაცხადა თალაკვაძემ.