მითრიდატეს სტატერი

მითრიდატეს სტატერი
.
ფოტოზე გახლავთ ქალაქ პერგამონში (ძველი წელთაღრიცხვის 88-87 წლებში) მოჭრილი პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის სტატერი. მონეტის ავერსზე გამოსახულია ყრმა დიონისე, ხოლო რევერსზე შველი (სხვა მოსაზრებით ირემი) და რვაქიმიანი ვრსკვლავი ნახევარმთვარესთან ერთად.
.
გარდა იმისა, რომ მონეტა ძალიან ლამაზია და ზოგადად ნუმიზმატიკა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია მონეტაზე არსებულმა შველის და რვაქიმიანი ვარსკლავის გამოსახულებამ ანუ გარკვეულმა მსგავსებამ ვახუშტისეულ გურიის და იმერეთის დროშებთან.
.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხეზე უკვე ერთხელ დავწერე და ახლაც ვთვლი, რომ იმერეთის და გურიის ვახუშტისეულ დროშებზე წმინდა ესტატე პლაკიდას მოქცევის სცენა უნდა უნდა იყოს გამოსახული, უნდა აღინიშნოს, რომ იმერეთის და გურიის დროშების ჰერალდიკური ნიშნები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდება და ესტატეს მოქცევის სცენა იმერეთის დროშაზე უფრო რეალურია, ხოლო გურიის დროშაზე არსებულ შველთან და რვაქიმიან ვარსკვლავთან დაკავშირებით საინტერესო იქნება მითრიდატეს სტატერზე არსებული ნიშნების განმარტებები, რომელიც სხვადასხვა წყაროში მოვიძიე.
.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ასეთი მონეტები პონტოს გარდა მიმოქცევაში იყო მთელ შავიზღვისპირეთში, მათ შორის კოლხეთშიც, რემელიც მითრიდატეს დროს პონტოს სამეფოს ნაწილიც გახლდათ. მონეტაზე არსებულ რვაქიმიან ვარსკლავთან და ნახევართმთვარესთან დაკავშირებით ნუმიზმატები თვლიან, რომ იგი აქამენიდების ვარსკვლავს განასახიერებს, პონტოს სამეფო დინასტიის წარმომავლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება შველს იგი განასახიერებს ჰერაკლეს და არკადიის მეფის ქალიშვილის ავგას შვილს ტელეფოსს (Τήλεφος).
.
სოფოკლეს გადმოცემით ახლადშობილი მისმა დედამ ავგამ ტყეში პარფენიის მთაზე დატოვა, ბაშვი სიკვდილს შველმა გადაარჩინა, რომელიც მას თავისი რძით კვებავდა, რის გამოც მისმა მპოვნელმა მწყემსებმა ბავშვს ტელეფოსი ანუ შველის ძუძუს მწოვარე დაარქვეს.
.
ტელეფოსი პერგამონის დამარსებლად ითვლებოდა და მისი კულტი გავრცელებული იყო პერგამონსა და არკადიაში. შესაბამისად პერგამონში მოჭრილ სტატერზე ტელეფოსის სიმბოლოს ირემის ან შველის არსებობა რეალურია.
.
აქვს თუ არა რაიმე კავშირი მითრიდატეს სტატერზე ასახულ ნიშნებს კოლხური კულტურის მემკვიდრე გურიასთან ამას ვერ გეტყვით, ისევე როგორც გურიაში (ტოლები) არსებული უძველესი ციხის დასახელებას ტელეფსის, თუმცა ელინთა მითოლოგიის კავშირი კოლხეთთან რეალობაა და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ზოგადად საინტერესო უნდა იყოს.
.
დღეისათვის ვახუშტისეული გურიის დროშის ნიშნები გარკვეული სახესხვაობით ასახულია ქობულეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დროშებსა გერბებზე, თუმცა რაიმე ოფიციალური ან არაოფიციალური განმარტება ამ ჰერალდიკურ ნიშნებთან დაკავშირებით არ არსებობს.
.
Мифы народов мира. Энциклопедия 1982. Т. II;
cyberleninka.ru; bsuedu.ru;
.
გურიის დროშასთან დაკავშირებული პოსტის ლინკი პირველ კომენტარში
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share