”მე და შენ
მე – ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ უცხო ქვეყანაში.
შენ – სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი ხარ საკუთარ ქვეყანაში.
მე – საფრანგეთის ხელისუფლება მიხდის ხელფას.
შენ – ქართველი ხალხი.
მე – შენზე მაღალი ხელფასი მაქვს.
შენ – ჩემზე გაცილებით მეტი ფული და ქონება გაქვს.
მე – ჩემი ორგანიზაციის მეშვეობით, ათასობით ონკოპაციენტს მივეცი საშუალება გამოჯანმრთელების და სიცოცხლის გახანგრძლივების.
შენ – ათასობით გაჭირვებულს მოუსწრაფე სიცოცხლე.
მე – ამ წუთშიც რამდენიმე ათეული პაციენტი მყავს, და მათ მკურნალობას სახელმწიფო, ანუ ფრანგი გადამხდელები აფინანსებენ.
შენ – 20 ბავშვი გემუდარება სიცოცხლის გადარჩენას, რომელიც ქართველი გადამხდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულით უნდა დააფინანსო და ესაც არ გემეტება!!!
ჰოდა ჩააგდებინე ხმა შენს დედოფლისწყაროელ ტროლ-ბოტებს” – წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.