აფხაზეთის მეფე ჰამუდბეი შარაშიძე დიდი ულვაშების პატრონს ახთიებდა ერ უღელ ხარს.
.
მოქვის საზოგადოების წევრს ქობლუხი ჯანჯულიას დიდი ულვაშები ქონდა. მეზობელმა დაასმინა მეფესან: დიდი ულვაშები აქო. მეფემ გააგზანა ვაზირები: გინდ მეიხუჭე, გინდ ერთი უღელი ხარები გადიხადეო. ქობლუხიმ ულვაშები არ მეიხუჭა და უღლათ ხარები გადიხადა. ასეთი წესდება ქონდა აფხაზეთის მეფეს.
.
მთქმელი მოსე იმნაიშვილი, სოფელი შუხუთი, ჩაწერილია გრიგოლ იმნაიშვილის მიერ 1961 წელს;corpora.ge
ფოტო – მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა) იგივე ჰამუთ-ბეი (1806-1866 აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი);
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა