პირველად საქართველოში – საინფორმაციო გამოშვებას ვირტუალური ჟურნალისტი წაიყვანს (ვიდეო)

პირველად ქართულ ციფრულ და სამაუწყებლო სივრცეში – “რადიო თბილისმა” ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ვირტუალური წამყვანები – გიორგი და ნინო შექმნა.

“რადიო თბილისის” დირექტორი, რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ წამყვანებს ნებისმიერი მოცულობის და სირთულის ტექსტის წაკითხვა შეუძლიათ.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით რადიოს ფეისბუქ გვერდზე ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის სარეკლამო მიმართულებით – აღნიშნავს რამაზ სამხარაძე.

“რადიო თბილისი” პირველია ქართულ მედიასივრცეში და პროექტი ნელ-ნელა დაიხვეწება. ცხადია ტექნიკურად უფრო გაიმართება”, – აცხადებს სამხარაძე.

 

newposts.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share