წარმომადგენლობით პალატაში, სადაც, რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო, ევროდეპუტატმა და კონსერვატიული პარტიის წევრმა ადამ ჰოლოვეიმ 2008 წელს საქართველოშ რუსეთის შემოჭრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ პუტინი ამით არ გაჩერდებოდა და საქართველოს შემდეგ პუტინი თვალს დაადგამდა ყირიმს.
ჰოლოვეი ამბობს, რომ მაშინ ამან საერთაშორისო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგრამ აშკარაა, რომ სააკაშვილი მართალი იყო.
”როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსულმა ჯარებმა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპირება მოახდინა. იმ დროს სააკაშვილი აფრთხილებდა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ რუსეთი თავიდან შეეცდებოდა გავლენა გაეძლიერებინა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. ის ასევე აფრთხილებდა ყველას, რომ საქართველოს შემდეგ პუტინი თვალს დაადგამდა ყირიმს. საერთაშორისო საზოგადოებაში ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგრამ აშკარაა, რომ ის მართალი იყო. ამ ყველაფერმა გამოწვია ანტირუსული სენტიმენტები. საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყანამ შეიცვალა მიმართულება. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია ისეც პოპულარულია საქართველოში. ეს ყველაფერი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არის პროევროპული და დასავლეთის მიმართ მეგობრული, მაგრამ ინტენსიურად საბოტაჟს ახდენს ევროკავშირში შესასვლელი კრიტერიუმებისა”.- ამბობს ჰოლოვეი.