ნიკოლოზ დუნკელ-ველინგის ცნობით შეკვეთილში 1810 წელს რუსებმა ბელევსკი ფეხოსანთა პოლკის ნაწილი გადმოსხეს. მისივე ცნოიბითვე პოლკმა შეკვეთილში მოაწყო ყაზარმა და ააშენა რამდენიმე ქოხი, თავდაცვის მიზნით კი მოაწყვეს თხრილები და მიწაყრილები. ბელევსკის პოლკის შემადგენლობაში შედიოდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სალაშქრო ეკლესია, რომლის საპატივცემულოდ რუსებმა ამ ადგილს უწოდეს წმინდა ნიკოლოზის პოსტი.
.
რუსების მიერ აშენებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 1897 წლის 13 სექტემბერს ადიდებულ ნატანებს ზღვაში წაუღია, რასთანაც დაკავშირებით გაზეთი პეტერბურგსკი ლისტოკი წერს – „სოფელი შეკვეთილი – მდინარე ნატანები ყოველწლიურად ფართოვდება და მისი კალაპოტი სულ უფრო უახლოვდება სოფელ შეკვეთილს. სოფლის კიდეში იდგა ხის ეკლესია. ხანგრძლივი წვიმების შედეგად 13 სექტემბერს ადიდებულმა მდინარემ ჩამოანგრია და წაიღო ეკლესია. დიდი ძალისხმევით გადაარჩინეს მხოლოდ რამდენიმე საეკლესიო ნივთი.“
.
– გაზეთი პეტერბურგსკი ლისტოკი (Петербургский листок) 29.09.1897 წელი;
– ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი – ჩანაწერები გურიის შესახებ 1853 (გაზეთი Кавквз);
– ილუსტრაცია – ჟურნალ L’Illruction-ის 1853 წლის 17 დეკემბრის ნომერში (#564) გამოქვეყნებული ჟიულ გაილდრაუს (1816-1898) ილუსტრაცია, „შეკვეთილის ფორტი“ (Shekvetili fortress, Georgia, illustration by J Gaildrau from L’Illustration, Journal Universel, No 564, December 17, 1853)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა