ხახვი…..სიმინდის ფქვილი…..კარტოფილი… – რა გაძვირდა ყველაზე მეტად აპრილში

2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის „ მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა

,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა :

  • ხახვი – 92%-ით
  • სიმინდის ფქვილი – 35.4%-ით
  • კარტოფილი – 33.7%-ით
  • მწვანე ლობიო – 33.3%-ით
  • ტომატ-პასტა – 30.4%-ით
  • ნამცხვარი – 27.5%-ით
  • მდოგვი – 21%-ით
  • საზამთრო – 20.6%-ით
  • ლიმონი – 19.8%-ით
  • ძროხის ხორცი – 18%-ით
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share