სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”უკრაინელ ახალგაზრდას ომში მშობლები დაეხოცა , ( მეორე მსოფლიო ომში)თვითონ დაჭრილი საქართველოში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ. ეს შეიტყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.შრომიდან ერთმა ქართველმა დედამ, რომელსაც შვილი ომში დაეღუპა. ეს უკრაინელი ბიჭი მოიყვანა სახლში და შვილად აღიარა , ბიჭი განიკურნა და დარჩა დედობილთან .
გავიდა დრო, მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა , ეს ბიჭიც სამშობლოს დაუბრუნდა. ეს ობელისკიც ამ ისტორიაზე გვიყვება.” – წერს გორდელაძე.
ფოტო -რევაზ ცქვიტინიძე.