მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე მესამე პრეზიდენტის განცხადება ვრცელდება, სადაც ის წერს, რომ დღეს, 3 მაისს მან კლინიკაში გონება დაკარგა და რკინის მაგიდას დაარტყა თავი.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ გონების კარგვის ეპიზოდი გასულ შაბათს, 29 აპრილს ორჯერ ჰქონდა.
“როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.
გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.
დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.
მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.