“ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას “დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად” მიიჩნევს.
“სიტყვა “მოთმინებასს” მრავალი სინონიმი აქვს. მაგალითად, “გაძლება”, ან “დათმობა”. მაგრამ არის კიდევ ერთი სინონიმი – “დანებება”. კითხვას ვსვამ: რუსეთი უძლებს თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, მაშინ რატომ?”.
შეგახსენებთ, კრემლის განცხადებაში წერია, რომ პუტინი აღნიშნულ რეზიდენციაში არ იმყოფებოდა, ის მოსკოვის მახლობლად, ნოვო ოგარიოვოს რეზიდენციაში მუშაობდა. გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ რუსეთის დედაქალაქმა არაავტორიზებული სამოქალაქო დრონების გამოყენება აკრძალა.
ამის გარდა, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, მცირე კვამლი კრემლის თავზე.