ქართული პოლიტიკური სპექტრი საქართველოს მოსახლეობის ნდობას კარგავს – მორიგ ვრცელ კვლევას საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი აქვეყენებს. გამოკითხული მოქალაქეების 64 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მათ ინტერესს დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს.
შემცირებულია მოსახლეობის ნდობა მმართველი ხელისუფლების მიმართაც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანა არასწორად ვითარდება.
NDI-ის კვლევის თანახმად, უცვლელია საზოგადოების მთავარი პრობლემებიც. უმუშევრობა, მაღალი ფასები პროდუქტებზე და მძიმე ეკონომიკური მდგომარება.