იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში აწ უკვე ჩემპიონი „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ „სტადიო მარადონაზე“ დაუპირისპირდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობის გაფორმების შემდეგ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ გამართა და ქართველი თავდამსხმელის მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა.
პირველ ნახევარში „ფიორენტინა“ უკეთესი იყო, ხვიჩას გარეშე ნეაპოლელთა შეტევა ძალიან მოისუსტებდა და სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა. კვარას მოედანზე გამოჩენიდან კი სიტუაცია შეიცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ „ფიორენტინას“ მეკარემ ბურთი მოიგერია.
74-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში მცველებს ეფექტურად გასცდა, მაგრამ წააქციეს და „ნაპოლიმ“ მეორე პენალტი მოიპოვა. ოსიმენმა ამჯერად შანსი გოლად აქცია.