“გურიის მოამბეს” სჯიან უკრაინის მხარდაჭერის გამო, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოკუპანტს ასიამოვნონ” – თათია ნიკოლაშვილი

დღესზ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბანერი, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეკლამა იყო განთავსებული ოზურგეთის მერიამ უკანონოდ მოჭრა. ბანერი ადგილობრივ ონლაინ მედიასაშუალება “გურიის მოამბეს” ეკუთვნოდა. ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი და წერს:
”დღეს, რუსული ოცნების ოზურგეთის მერიამ, “გურიის მოამბის” ბილბორდების დემონტაჟი განახორციელა, რომელიც უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი იყო.
სჯიან ადამიანებს უკრაინის მხარდაჭერის გამო, ყველაფერს აკეთებენ, რითაც ოკუპანტებს ასიამოვნებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze , უფრო და უფრო აჩქარებთ ამ ყველაფრით თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს, მაგრამ ვერ დაგპირდებით ოზურგეთლები, რომ იმ ქალაქის ცენტრში დადგმულ კუბობებს რამეში გამოიყენებთ” – წერს ნიკოლაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share