ივანიშვილი უკრაინის დროშის ფონზე მალე დაგმობს „ქართულ ოცნებას“ – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე „ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ ჩვენ ვიხილავთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას უკრაინის დროშის ფონზე, რა დროსაც დაგმობს „ქართულ ოცნებას”.

მისივე თქმით, მმართველ ძალაში ახალ გუნდს კრებენ.

„ჩვენ ვიხილავთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას უკრაინის და ევროკავშირის დროშის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩაწერილს, რომელიც დაგმობს „ქართულ ოცნებას”. იცით, რატომ გადაინახეს სერგეენკო? ახალ გუნდს კრებენ, რამდენად გამოუვათ ეს ცალკე საკითხია”, – საუბრობს გუბაზ სანიკიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share