ნიკა იყო, არის და იქნება მორალური უკომპრომისობის მაგალითი, გაუტეხელობის სიმბოლო – ნიკა მელია გვარამიაზე

“ნიკა იყო, არის და იქნება მორალური უკომპრომისობის მაგალითი, გაუტეხელობის სიმბოლო”, – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტროის, ნიკა გვარამიას პატიმრობის ერთი წლისთავს.

მისი თქმით, ივანიშვილი მხოლოდ უდიდესი მორალური კონტრასტით დამარცხდება და ამის გარანტორი ნიკა გვარამია იქნება.

“ნიკა იყო, არის და იქნება მორალური უკომპრომისობის მაგალითი, გაუტეხელობის სიმბოლო. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მართალი სიტყვითა და მართალი საქმით იბრძოდა თავისუფლებისთვის და დღეს აბსოლუტურად უკანონოდ, ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო ქვეყანაში ნიშანწყალი ობიექტური მართლმსაჯულებისა, კითხვაც კი არ დაიბადებოდა ნიკა გვარამიას ბრალეულობის თაობაზე, ზედმეტი იქნებოდა მის პატიმრობაზეც კი საუბარი.

მაგრამ ნიკა ფიზიკურად არის დღეს ტყვეობაში მოქცეული ოთხ კედელში. ის იმდენად მაღალი ხარისხის თავისუფლების მატარებელია, რამდენადაც ვისურვებდი, ძალიან ბევრ ადამიანს ჩემ გარშემო ჰქონოდა ამგვარი თავისუფლების შეგრძნება და მე დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე იქნება ფიზიკურადაც, საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენთან ერთად იმ ფერხულში ჩამდგარი, რომელიც საბოლოო გამარჯვებას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური ცხოვრბის სტანდარტი ცდაწესდდება ამ ქვეყანაში, სადაც უბრალოდ ცხოვრება გაუხარდება ბევრ საქართველოს მოქალაქეს.

ის განსხვავდება ბევრი ადამიანისგან. მორალური უკომპრომისობით როცა ვამბობ, ვგულისხმობ, მან მოიპოვა თავისი ბრძოლით უდიდესი მორალური უპირატესობნა ბიძინა ივანიშვილზე, როდესაც არასდროს არ წავიდა ზნეობრივ და მორალურ კომპრომისზედა ამით მან შეიარაღებაში ის მომაკვდინებელი რეჟიმისთვის უპირატესობა მოიპოვა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. დღეს ბევრ ადამიანს სჯერა, რომ “ქართული ოცნების” დამარცხება შესაძლებელია სიმდიდრით, იმავე ოდენობის ფულით, რომც მოიპოვებოდეს ოპოზიციაში და სხვა სივრცეებში – არავითარ შემთხვევაში ძვირფასო მეგობრებო.

ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება მხოლოდ უდიდესი მორალური კონტრასტით, უდიდესი განსხვავებულობით ოპოზიციასა, მედიასა და ხელისუფლებას შორის, და ამ ყველაფრის გარანტორი დარწმუნებული ვარ იქნება ნიკა გვარამია, რომელმაც თავისი განვლილი ცხოვრებით დაადასტურა, რომ ამ ყველაფრის პერსონიფიკაციაა. წარმატებები და თავისუფლება ნიკას!” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 16 მაისს ერთი წელი შესრულდა, რაც “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაშია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share