ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილს განცხადებაში, რომელიც მისივე ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
მესამე პრეზიდენტი ეხმაურება იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლებმაც დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრობის იმ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც “ოცნების” ფავორიტებად არიან მიჩნეული.
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.