მაშინ, როცა თბილისის აერპორტში რუსული “აზიმუტი” ეშვებოდა, რუსების მიერ ნაწამები და მოკლული გოგა ოთხოზორიას დედა საკუთარ შვილს საფლავზე დასტიროდა. სასტიკი მკვლელობიდან 7 წელი გავიდა, თუმცა და არცერთი დამნაშავე დასჯილი არ არის.
შვიდი წლის თავზე კი “ოცნებამ” ცა გაუხსნა ოკუპანტების პირველ რეისს. “ეს არის ქვეყნის სირცხვილი”- ამბობდა დღეს შვილმკვდარი დედა.
რუსული თვითმფრინავის დაშვების კადრები ყველაზე მძიმე სანახავი დღეს იმ ადამიანებისთვის იყო, ვინც ოკუპანტის სისატიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს.