რუსი ტურისტის ღორული საქციელი დაუსჯელი არ დარჩენილა

რუმა ბლოგერმა იური ჩილიკინმა რუსი ტურისტებისათვის ჩვეული ტრადიცია არ დაარღვია და კუნძულ ბალიზე ყოფნისას, ადგილობრივებისათვის წმინდა მთად აღიარებული მთა წაბილწა, ბლოგერმა შარვალი და საცვალი ჩაიხადა და მთის ქიმიდან ხევში გადა***სა.

იური ჩილიკინი საკმაოდ სტაჟიანი ბლოგერია, ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ასახავს თავის ბლოგში და დაუჯერებელია გამოცდილ, მოგზაურ-ბლოგერს არ სცოდნოდა კუნძულ ბალზე წმინდა მთის შესახებ.

მართალია ბლოგერმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა აღნიშნული მთა ადგილობრივებისათვის რაიმე სახის სიწმინდეს თუ წარმოადგენდა, მაგრამ მისმა ატვირთულმა ვიდეომ სწრაფად მიიპყრო ადგილობრივი პოლიციის ყურადღება და რუსი ბლოგერი განყოფილებაში მიაბრძანეს.

“მე რომ მცოდნოდა, რომ აღნიშნულ მთას საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, მე ასე არ მოვიქცეოდი. მე ნამდვილად არ მოვიქცეოდი ასე უნდაც იმიტომ რომ დასვენება არ ჩამშლოდა და ჩემი შემდგომი გეგმები არ ჩამშლოდა. მე აქ საკმაოდ ცუდად მომექცნენ, სწორედ ამიტომ ვტოვებ სასწრაფოდ აქაურობას”.
ბლოგერს დეპორტაციამდე იძულების წესით მიაღებინეს მონაწილეობა ცერემონიალში, სადაც მან პატივი მიაგო ადგილობრივ ღმერთებს, რათა მათი რისხვა არ დატყდომოდა ადგილობრივ მოსახლეობას.

ბლოგერს რამდენიმე წლით აეკრძალა კურორტ ბალზე ჩასვლა. ხელისუფლებმ ის არასასურველი ტურისტების სიაში შეიყვანა.

image

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share