ტელეკომპანია ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანან ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილისთვის ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები.
სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა. ამასთან, უცნობია, არის თუ არა სტუმრებს შორის თავად სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ “შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ოჯახი წასულია, ქორწილი აღარ ჩატარდება”.