ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე ოპოზოცოოს მისამართით ამბობს, რომ მათ ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი” არ აქვთ წაკითხული:
”ირაკლი კობახიძე, მაგრა გაგიგია #სტუმარ–#მასპინძლის შინაარსი?! რომელიც ყურწაკვრით გაქვს მონასმენი და ისიც ალბათ სკოლაში.
“ის სტუმარია დღეს ჩემი, გინდ ზღვა ემართოს სისხლისა” – ეს ალეგორიად ქცეული საზეპირო, არც სამშობლოს მოღალატეებზე და არც სამშობლოს დამპყრობლებზე, ანუ ოკუპანტებზე არ ვრცელდება, რომ იცოდე ისე. იქ სულ სხვა რამ მოხდა და სულ სხვა რამ იგულისხმებოდა ამ სიტყვების უკან!
ვაჟა-ფშაველა, სამშობლოს მოღალატეს, ოჯახის წევრად არ სცნობდა, არც მოგვარედ და არც თვისტომად.
მაგრამ შენთვის ხომ ვაჟაც,ილიაც, აკაკიც და სამშობლოც ერთი შემთხვევით აღზევებული მდაბიოდან იწყება და მთავრდბა?!” – წერს კახა ასკურავა.