უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კატარში გამოსვლას ეხმაურება და აკრიტიკებს მას.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა.
მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.
და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა “უკრაინელი პოლიტიკოსები” “საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის” მცდელობაში.
ირაკლი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. Ჩვენიც. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები.
რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს”, – წერს გონჩარენკო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ესაა დღევანდელი სტატუს-კვო.