“ლაჩრულად წაგებულ ომზე გველაპარაკება რუსეთის უკანალში ვაჟკაცურად შემძვრალი რიჟვაძე. საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი ომია, რომელიც წავაგეთ, მაგრამ კაცს აზრად არ მოსვლია, რომ იმ მიცვალებულებს, იმ ვაჟკაცებს ვინც თავი დადეს შეურაცხყოფა მიეყენებინა იმათთვის ლაჩრობა დაერქმია. ხალხი რომელიც გამოდის მაშ ომი გინდათ ლოზუნგით, ხალხი რომელიც გეუბნება რომ რუსეთს არ ვეომებით, მეტიც, რომლებიც თითოეულ განცხადებაზე, თითოეული მოქალაქის გადახრილ სიტყვაზე რუსეთის წინააღმდეგ, გამოდის და მთელი მთავრობა ბოდიშებს იხდის კულუარებში. ამაზე მელაპარაკება?! ვაჟკაცურად გაყარა კადიროველები ბათუმში რომ იყვნენ ჩასულები რიჟვაძემ?! თუ პურ-მარილი გაუმართა”.
ამბობს პარტია “რუსთაველის გზის” დამფუძნებელი, აკია ბარბაქაძე.