ოზურგეთში მიუსაფარ ცხოველთა გაუსაძლისი მდგომარეობა გააპროტესტეს

დღეს, ოზურგეტში, კინოთეატრ “ოზურგეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხოველთა დაცვის სა,ოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარი, მიუსაფარი ცხოველებისადმი ადამიანების სასტიკი მოპყრობა, გააპროტესტეს.

აქტივისტებმა ვრცლად ისაუბრეს ამ კუთხით გურიაში და კერძოდ ოზურგეთში არსებულ პრობლემებზე და გამოთქვეს წუხილი, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემების წინაშე აქტივისტები მარტო დატოვა და მიუხედავად არაერთი წინასაარჩევნო დაპირებისა, მიუსაფარ ცხოველთა პირობები, პირიქით, უარსედება.

“ახლა თურქეთში ვიყავი და გამაოცა ადგილობრივების დამოკიდებულებამ მიუსაფარი ცხოველებისადმი, თითქმის ყველგან, მათთვის საკვები და წყალია დადგმული, ცემას ხომ ჯვარი წერია ან უდიერ მოპყრობას, არ შეიძლება ჩვენც ასევე მოვექცეთ ცხოველებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია? აქ პირიქით, ვცემთ და ვკლავთ კიდეც” – თქვა შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას სამოქალაქო აქტივისტმა, მაიკო ცენტერაძემ.

მკაცრი იყო ქალბატონი მარინა გოგოძე, რომელმაც ხელისუფლებას იმ მოქალაქეების მკაცრად დასჯა მოითხოვა, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს აწამებს, ცემს და კლავს:

“არავითარი გირაო, და სხვა შემამსუბუქებელი რამ, კანონით მკაცრად უნდა ისჯებოდეს ასეთი ადამიანები” თქვა მან.

მარინა გოგოძეს, რომელიც სოციალურ სივრცეში “კატებისა და კნუტების” გვერდის ადმინია, ქვედა ბახვში (სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში), კატების თავშესაფარი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აქვს მოწყობილი და როგორც თვითონ გვეუბნება, მას არავინ არ ეხმარება და მიუსაფარ ცხოველებს დედამისის პენსიით ნაყიდი საკვებით აცხოვრებს.

თავის მხრიც ქალბატონმა მაიკო ცენტერეაძემ აღნიშნა, რომ საკუთარ მაღაზიასთან ათზე მეტი მიუსაფარი ცხოველი ჰყავს შეფარებული და ხშირია შემთხვევები, როცა ჩვეულებრივი გამვლელები – მათ სცემენ.

აქციის ოეგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი და ცხოველთა უფლებების დამცველი, ქრისტინა ორაგველიძე იყო.

ქალბატონი ქრისტინა წლებია ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით მას დიდი გამოცდილება აქვს:

“სამწუხაროდ, ის ზომები რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე იღებს არასაკმარისია და გაცილებით მეტია საჭირო ამ მიმართულებით, თუნდაც იმ ადამიანების გამოვლენა და დაჯარიმება , რომლებიც ცხოველებს უდიერად ექცევიან და ქუჩაში ყრიან, რაც შეეხება გახშირებულ მკვლელობებს, ეს სრულიად მიუღებელია და ასეთი ადამიანები მკაცრად უნდა დაისაჯოს” – გვითხრა ორაგველიძემ.

   

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share