ოფიციალური კვლევებით ქვეყანაში სიღარიბის დონე რეკორდულად არის გაზრდილი. ჰანკეს ყოველწლიურ ინდექსში, რომელიც ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, საქართველო გასული წლის მონაცემებით, 157 ქვეყნიდან 36-ე ადგილს იკავებს. კონგო, ეთიოპია, გაბონი, ლაოსი, პაკისტანი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლის გვერდითაც საქართველოც საპატიო ადგილს იკავებს.
ჰანკეს კვლევის ჯგუფი სიღატაკის ინდექსს მთელს მსოფლიოში იკვლევს, ადგენს მიზეზებს და ქვეყნებს შესაბმის ქულას ანიჭებს. ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ საქართველოს უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ქვეყნების გვერდით დაყენება მაღალი ინფლაციის, არასწორი მონეტარული და საგადასახადო პოლიტიკის შედეგია.
ტვ პირველი