გლდანის ციხის საავადმყოფოში საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადმა ექიმმა მოინახულა.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სახიფათოა.
“ხელის კანკალი აქვს. ვერ გეტყვით, რის გამოა ეს. შეიძლება, კალიუმის ნაკლებობის, შეიძლება, სხვა რაღაცის ნაკლებობის გამო. მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა.
პრეზიდენტი საჭიროებს მკურნალობას. მკურნალობას აქვს ორი მხარე: ექიმი და პაციენტი. როდესაც ეს ორი მხარე არ არსებობს, მკურნალობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა, ტესტები არ გაგვიკეთებია უკვე რამდენიმე დღეა, ამიტომ არ ვიცით სასიცოცხლო მაჩვენებლები რამდენი აქვს, ეს მიუღებელია, არ შეიძლება ასე”, – ამბობს ექიმი.