2022 წელს ოქროს მედალს 3 834, ვერცხლის მედალს კი 1 138 მოსწავლე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა. 2020-2021 წლის კურსდამთავრებულ მედალოსანთა სია განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლმა სექტემბერში დაამტკიცა, თუმცა მედლის პრედენტენტთა რაოდენობა და სხვა დეტალები ბრძანებაში არ დაკონკრეტებულა.
Etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ყველაზე მეტი მედალოსანი 1242 ოქროს და 457 ვერცხლის მედლით თბილისს ჰყავს.
ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- აფხაზეთი -15 ოქრო, 14 ვერცხლი;
- აჭარა – 303 ოქრო, 105 – ვერცხლი;
- გურია – 87 ოქრო, 27 ვერცხლი;
- თბილისი – 1242 ოქრო, 457 ვერცხლი;
- იმერეთი – 669 ოქრო, 161 ვერცხლი;
- კახეთი – 298 ოქრო, 61 ვერცხლი;
- მცხეთა-მთიანეთი – 46 ოქრო, 18 ვერცხლი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29 ოქრო, 6 ვერცხლი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 357 ოქრო, 100 ვერცხლი;
- სამცხე-ჯავახეთი – 168 ოქრო, 45 ვერცხლი;
- ქვემო ქართლი – 226 ოქრო, 72 ვერცხლი;
- შიდა ქართლი – 394 ოქრო, 72 ვერცხლი.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან – 10 მდე.
ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს 2018, 2019 და 2020 წლის კურსდამთავრებულებს გადასცემს. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, პროცესი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, 2020-2021 წლის კურსადმთავრებულებს კი კუთვნილი ჯილდო გაზაფხულზე გადაეცემათ. ტენდერის გამოცხადების და მედლების გადაცემის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.