“ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ მაშინ, როცა მათი ლიდერები პუტინს უახლოვდებიან”, – ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა აქვეყნებს.
The Guardians წერს, რომ საქართველო რუსეთს სულ უფრო მეტად უახლოვდება. ავტორი მკითხველს უყვება მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსულ კანონზე, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ვოიაჟზე.
The Guardians სტატიაში საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ რიტორიკაზეც.
ბრიტანული გამოცემის ავტორი კიდევ ერთ დილემაზე მიუთითებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ შეიძლება გააძლიეროს “ოცნების” ხელისუფლების ძალაუფლება, მაგრამ თუ უარი იქნება, ამან შესაძლოა, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.
ტვ პირველი