კლიმობა – ჭურის პირველი მოხდა გურიაში

ღვინის კლიმვა – კლიმობა
.
გურიაში ჭურის პირველ მოხდას „ღვინის კლიმვას“ ან „კლიმობას“ ეძახდნენ, კლიმობისას სავსე ჭურისათვის ღვინო უნდა მოეკლოთ, ამ დღეს მეზობლები შემოიარდნენ ერთმანეთის ჭურ-მარანს და ჭურებს ღვინოს მოაკლებდნენ და გასინჯავდნენ. კლიმობა აპოლონ წულაძის მიხედვით 23 იანვარს იმართებოდა -„ამ დღეს აუცილებლად ღვინიან ჭურებს მოხთიდნენ თავს და ღვინოს მოაკლებდნენ, ლოცვა არაფერი იცოდნენ, მხოლოდ ხაჭაპურებს გამოაცხობდნენ და რამდენიმე მეზობელი ერთად შეიყრებოდა და რიგრიგობით ერთმანეთის ღვინოს გასინჯავდნენ. ამას ძალიან მხირულება და ოხუნჯობა ახლდა „იმის ღვინო ვკლიმეთ, მარა არ ვიცი როდის შესვამს“ ასე ყველასათვის რასმეს იხუმრებდნენ.“
.
გოლეთიანის მიხედვით კლიმობა სავსე მთვარეზე ახალი წლიდან შენდობის კვირამდე უნდა მომხდარიყო. ჭურიდან ღვინის ამოღება ჭურისვე მოცულობის გათვალისიწინებით უნდა მომხდარიყო ¼ ან 1 ვედრო, ღვინის მოკლების შემდეგ ჭურის თავი ისევ იხურებოდა.
.
გიგო შარაშიძის გურული ლექსიკონის მიხედვით: „კლიმვა“ – ჭურის პირველად მოხდა და ღვინის ამოღებას ნიშნავს, „ღვინო ვკლიმე“ კი – პირველად ამოვიღე ღვინო სავსე ჭურიდან.
.
– აპოლონ წულაძე – ეთნოგრაფიული გურია;
– გიგო შარაშიძე – გურული ლექსიკონი;
– Г. Голетяни – Грузинская лексика в русском языке: (Краткий темат. словарь);
შეიძლება იყოს drink გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share