”სამწუხაროდ, ხშირად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ღიად ერთს ამბობს, მაგრამ კულისებში მთავრობას სთხოვს მეორეს. ახლა ჩვენ დავსვით კითხვა, რას არ აკეთებს ხელისუფლება და რატომ არის ასეთი ისტერიული სურვილი და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და შეიცვალოს რევოლუციური გზით. ამას აჟღერებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად სირცხვილია, დროა, გირჩი, რომ ხელისუფლების შეცვლა საარჩევნო გზით შეუძლებელია და უნდა მოხდეს რევოლუციური გზით ამ მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, უკვე ღიაა, რომ ამაში ფიქსირდება აშშ-ს ელჩის მონაწილეობა, სამწუხაროდ. ის წარმოჩინდა ამ პროექტის ავტორად.”