გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი ნიკა გვარამიას შეწყალებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს:
“მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ეს დიდი შვებაა მისთვის, მისი მეუღლისა და საყვარელი ადამიანებისთვის. მისი ციხეში ყოფნა სრულიად გაუმართლებელი იყო”, – წერს ჰაკერი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.