“სტრასბურგში რითაც თავს სჭრიდნენ საქართველოს და სააკაშვილს, მოვიგეთ”

“ხომ გაგიგონიათ:” მართლის მთქმელს ცხენიც შეკაზმული უნდა ჰყავდესო” ანუ გასაქცევადო ჰო საქმე ის გახლავთ, რომ ცხენები მიყვარს ( საერთოდ ცხოველები, ძაღლები განსაკუთრებით), ჰო მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ცხენი მიყვარს , სიმართლის თქმაც , აი გაქცევას ნაღდად არ ვაპირებ- საქმეს კი ბოლომდე მივიყვან უეჭველად კანონით და სამართლით.

საქართველომ სტრასბურგში მოიგო, რითაც მთელს მსოფლიოში თავს ჭრიდნენ ქვეყანას და სააკაშვილს, რომ , თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, პასუხი მივიღეთ რომ დამნაშავე და აგრესორი რუსეთია, ახლა ერთი ამბავი უნდა იყოს აწეული და მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო სამართლებრივი მოქმედება უნდა დაიწყოს , დიახ დემოკრატია ბრძოლა ოკუპანტის წინააღმდეგ ეს არის თუ გვინდა , ესეც ხომ არჩევნები არ არის, არჩევნები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და მივიღოთ ახალი საარჩევნო სისტემით ახალი არჩევნები კოალიციური მთავრობით და სამართლებრივი რეფორმებით, არც მე მინდა და ვენდობი ( რაოდენ სიმპათიითაც არ უნდა ვიყო განწყობილი უმრავლესობით მოსულ ერთ რომელიმე პარტიას ამ სამართლებრიი სისტემით, გვაქვს ამის ცუდი – სამწუხარო გამოცდილება და გვახსოვს მაშინდელი ყოფილი სამართლებრივი სისტემა და ახლა ვხედავთ რა უფსკრულშია ქვეყანა), მაგრამ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნას -დაწყებას – წინ რა უდგას????!!!! და კიდევ ქართულ ლექსიკონში გენიალური რამდენიმე სიტყვაა- შენანიება და ბოდიში, ოღონდ გააზრებულად და არა ისე , რადგან ამას გრძნობს ხალხი ( ეს ყველას ეხება, ეს კარგი და კეთილშობილი სიტყვებია, მითუმეტეს თუ გაქვს მოსაბიდიშებელი ) და აქ ჩემთან “ამბიციურ ჭიდილს” ვურჩევ ზოგიერთს ხელისუფლებას ებრძოლოს მართლა , ერთხელ უკვე ვუთხარი კომპასის ისარი კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლებისკენ მიმართონ და არა ოპოზიციაში განსხვავებული აზრი და ხედვა ვისაც აქვს და სააკაშვილის სამართლებრივი დევნის საკითხი დააყენონ!!!! სირცხვილია უბრალოდ , სტრასბურგში მოგებული თემა სწორად არ იქნეს გამოყენებული .მე თავად კოალიციური მთავრობის მომხრე ვარ.”- წერს ჩარკვიანი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share